საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართავენ.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ერთ კვირაზე მეტია ხელისუფლებისგან ელოდებიან პასუხს იმის შესახებ, თუ როდის და რა ფორმატში დაიწყება მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დამტკიცოს.