გაუსაძლისი სიცხის გამო ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში განგაში გამოცხადდა. ჰაერის ტემპერატურა თითქმის მთელი კვირაა, 50 გრადუსს აღწევს. განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ მშენებლობაზე დასაქმებულები, სადაც რკინის სამშენებლო მასალა შუადღეზე 60 გრადუსამდე ცხელდება. ქალაქ განსუს მცხოვრებლები შუადღისას თავს მიწისქვეშა თავშესაფარს აფარებენ.