ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი გუშინ, შენობის ფასადის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს დახმარებისთვის მიმართავს. დირექტორ ვახტანგ კახიძის განცხადებით, მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვთ.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შენობა ეკონომიკის სამინისტრომ უზუფრუქტის წესით ჯანსუღ კახიძის შვილს ვახტანგ კახიძეს გადასცა, ამჟამად კი შენობა კულტურის სამინსიტროს ბალანსზეა.
ვახტანგ კახიძის თქმით, ორი დღის წინ მომხდარი მცირემიწისძვრის შედეგად შენობის შიდა ფასადიც ჩამოიშალა.
შენობას შიდა რესტავრაცია 2003 -2010 წლებში ჩაუტარდა. ვახტანგ კახიძის თქმით, გარე ფასადს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტიი ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და გამვლელს დაეცა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.