მოგეხსენებათ, რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, ის მუდმივად ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას ჩემზე თავდასხმისთვის, ამიტომ, რომ მოიხსნას ამ საფრთხეების რისკი, რომ იგრძნოს რუსულმა მხარემ, რომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოს მხრიდან, დაიბადა ახალი ფორმატი, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის თქმით, მისი კოლეგების მიერ რუს დეპუტატებთან დუმაში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მედიამ საკვანძო საკითხებზე ყურადღება არ გაამახვილა.
მისივე თქმით, ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრაზე ახალი, საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა, რაც ნოვატორულია.
„ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაიწყება პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ შეხვედრაზე ახალი ინიციატივა გაჩნდა სრულიად. ეს არის ინიციატივა, შეიქმნას ფორმატი, სრულიად ნოვატორული, ახალი ფორმატი, საქართველო-ნატო-რუსეთი. მოგეხსენებათ, რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, ის მუდმივად ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას ჩემზე თავდასხმისთვის. ამიტომ, რომ მოიხსნას ამ საფრთხეების რისკი, რომ იგრძნოს რუსულმა მხარემ, რომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოს მხრიდან, დაიბადა ახალი ფორმატი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.