ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევისთვის პროკურატურა სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვს. რაც შეეხება მკვლელობის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილებს, ანზორ გუბაშევისთვის ბრალდების მხარემ- 23, შადიდ გუბაშევისთვის- 21, თემერლან ესკერხანოვისთვის- 19, ჰამზათ ბაზხაევისთვის კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წლის 27 თებერვლის ღამეს მოკლეს.