ეს არის ოლიგარქიის დაკანონების მცდელობა საქართველოში და ბუნებრივია, ამას ვერ დავეთანხმებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუცია ასე არ იცვლება.
„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას რომ მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან, გამჭვირვალედ, ჩართულობით და შემდეგ ეს პროცესი დაგვირგვინდება ლეგიტიმური კონსენსუსით. მათ პირველი და მეორე მოსმენები ორ დღეში ჩაატარეს. კონსტიტუცია ასე არ იცვლება. ეს არის ოლიგარქიის დაკანონების მცდელობა საქართველოში და ბუნებრივია, ამას ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა ნიკა რურუამ.