მას [ილია ელოშვილს] აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ილია ელოშვილი ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი იქნება.
"იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილი წარადგინა.