ბრიტანელმა მუსიკოსმა რობი უილიამსმა თავის ახალ ალბომს ორიგინალური რეკლამა გაუკეთა. ალბომ Under The Radar Volume 2-ის გარეკანს შიშველი მომღერლის ფოტო ამშვენებს, რომელიც ხეზეა ამძვრალი. ალბომი გაყიდვაში წლის ბოლომდე გამოვა. მასში რამდენიმე ახალი კომპოზიციაა შესული.