ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გასახლების საფუძველი არსებობდა, რადგან მას რუსეთი აფინანსებდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა იცოდა და მოსახლეობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანს ის პატივს სცემს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს მას ჰქონდა რესურსი, რომ ხელისუფლება სხვა პარტიისთვის დემოკრატიული გზით არ გადასულიყო.
„ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან, რა გზასაც მან მიმართა ჩემ მიმართ. ან დაგვეპატიმრებინა, მასთან მიმართებაში 100-ჯერ მეტი საფუძველი არსებობდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.