რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში 2012-ში, არჩევნების გზით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველოში არა 2008-ში, არამედ მაშინ გაიმარჯვა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა.
„რუსეთმა მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს არა 2008-ში, როცა რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში 2012-ში, არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უძღოდა ბავშვის მკვლელობა, არჩევნებს წინ უძღოდა დადგმული ციხის კადრები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება შეეძლო.