ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა კოსოვოს შემდეგ საქართველოში შემოჭრა.
მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მას უთხრა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა რუსეთს მომზადებული ჰქონდა. მისივე თქმით, მან ამის შესახებ ამერიკაც და სხვა პარტნიორი ქვეყნებიც გააფრთხილა.
„სცენარი იყო საქართველოს და თბილისი აღების და ჩვენ ეს სცენარი გავაჩერეთ. მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ დაგვიანებული იმიტომ, რომ ჩვენც ვუწევდით ანგარიშს საერთაშორისო კონიუქტურას. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.