ეს არის მთავრობა და ამაში დასამალი არაფერი არ არის, რომლის მინისტრი დარბოდა საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში და სთხოვდა, იქნებ, როგორმე გაამტყუნო ქართული მხარე, იქნებ როგორმე საქმე აღძრათ სააკაშვილზე, იქნებ ჩვენ დაგვადანაშაულოთ ომის დაწყებაშიო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების მიზანი არა სამართლიანი გამოძიება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა წარმოადგენდა.
სააკაშვილმა ხელისუფლების მიერ რუსეთის მხრიდან პროვაკაციების თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედუუნარობა მოსახლეობის განწყობებზეც აისახება.
„თუ ლიდერები არიან კაპიტულანტურები, თუ ლიდერებს თვითონ არაფრის თავი არა აქვთ, რა თქმა უნდა, ხალხს ვერ მოსთხოვთ იმას, რომ თავის ლიდერებს თავზე გადაახტეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.