"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ რუს დეპუტატებს შესთავაზა, ჩამოყალიბდეს დიალოგის ახალი ფორმატი „საქართველო-რუსეთი-ნატო“ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, საზღვრების დასაცავად და საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად.
როგორც დუმაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე ადა მარშანიამ განაცხადა, არასდროს, არც ნატომ, არც სხვა სამხედრო ალიანსმა არ უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გამომუშავდეს ნდობის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას კავკასიაში, საზღვრების დაცვას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებს.
"ჩვენი პარტია მზად არის ამ იდეის წამოსაწევად საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც და საერთაშორისო ასპარეზზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტიას შეუძლია ჩაატაროს თბილისში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ამ იდეას მიეძღვნებოდა. ჩვენ ვეპატიჟებით კოლეგებს დუმიდან და ფედერაციის საბჭოდან, ჩაერთონ ასეთი ფორუმის მომზადებაში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.