საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.