"პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს არის პარტიული ვიზიტი.
,,ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ.