მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. მაშველებს ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოუხდათ. ხანძარს მე-4 კატეგორია მიანიჭეს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. აალება სავაჭრო ცენტრის ქვედა სართულზე მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია.