ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით, სტარსბურგში საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებები აღარ ჩატარდება და ის თბილისში გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ვენეციის კომისიის აღმასრულებელი მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებში კომისიის ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს.
"ვენეციის კომისიამ ყველა დაინტერესებულ მხარეს სთხოვა საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ კონსესუსის მიღწევის მიზნით დაეწყოთ მოლაპარაკებები. ასეთი მოლაპარაკებები მართლაც დაიწყო გასულ კვირას. ამ იდეის მიხედვით, ხვალ, 11 ივლისს სტარასბურგში უნდა გამართულიყო შეხვედრა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, ეს იდეა აღარ არის ძალაში და მოლაპარაკებები თბილისში გაგრძელდება. ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევა ქართულ მხარეებს შორის და პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობის საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა ვენეციის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ტომას მარკერტიმ.