ლუგანსკში დაკავებულმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ უკრაინულ არხებს ინტერვიუ მისცა. ვიქტორ აგეევმა დაადასტურა, რომ ნამდვილად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და კონტრაქტს ხელი მარტში მოაწერა. ინფორმაცია აგეევის დაკავების შესახებ უკრაინულმა მხარემ 27 ივნისს გაავრცელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აგეევს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად არასდროს უმსახურია.