”ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა საქართველოში უფრო თანამედროვე საზოგადოება იყოს.
„საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ქალაქში, ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ქალაქში, ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება ქალბატონი, ქალბატონი ლელა ქებურია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.