აჭარის მთავრობის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის დელეგაცია მოგილიოვის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ დომანესკიმ მიიღო.
დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორხმრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების მიზნით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.
ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის სფეროები. მოგილოვის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით იქნება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები დაინტერესბულნი არიან ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების გამხორციელებით. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავდა.