საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ დისკუსიაში ჩასართავად, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ, ცხადია, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა დიალოგში, რომელიც შემოგვთავაზა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, მმართველი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს - ისევ განაგრძობს სპექტაკლს, თუ მათი მხრიდან არის რეალური, პოლიტიკური ნება, შეიცვალოს სიტუაცია და გაუმჯობესდეს კონსტიტუცია, გააკეთონ ის, რასაც ქართველ ხალხს დაპირდნენ.“ -განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი, რომელიც განიხილულ იქნა, არ იყო ის, რომელსაც საბოლოოდ კენჭი ეყარა. ირმა ნადირაშვილმა ხელისუფლებას იმ დანაპირებების ვალდებულება შეახსენა, რომელიც მან საზოგადოების წინაშე თავად აიღო.
„უფრო კონკრეტულად, ეს არის არჩევის წესის პროპორციული სისტემა და არა შერეული და ეს არის პრეზიდენტის არჩევითობის პირდაპირი წესის ძალაში დატოვება.“ - აღნიშნა ნადირაშვილმა.