ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე.
"თქვენი ნებართვით, მე არ წავალ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში. ვფიქრობ, ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.