ცოტა არის ტექსტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ისეთი ამაღელვებელია, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამ დეკლარაციის ავტორები ამბობენ, რომ ისინი ნათლად ხედავენ, რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფალი უფლებით, ღმერთისგან მიცემული უფლებით ესწრაფოდეს ბედნიერებას.
„ამ განცხადებას აფუძნებენ და ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, ქონებითა და ღირსებით. ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით სწორედაც რომ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს. როდესაც დღეს ავღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ყველა იმ ადმაიანის ღვაწლს, რომლებმაც ამ 200-ზე მეტი წლის განამვლობაში არ დაწიეს დაბლა ეს მაღალი იდიალების დროშა და ბოლომდე ემსახურებოდნენ ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ იდეალებს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.