ქართველი ერის განვითარება და პროგრესი, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, ნამდვილად გასაოცარია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის 241-ე წლისთავს საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მაშინ ის დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი ერი არ იყო და საბჭოთა კავშირის ტყვეობაში იმყოფებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ მხოლოდ 2 წელია რაც ელჩი ვარ, პირველად ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ 1976 წელს ჩამოვედი, მაშინ, როდესაც სტუდენტი გახლდით. მეორედ უკვე 1995 წელს ერთ-ერთი ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც გახლდათ განვითარების ხელშეწყობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. როდესაც პირველად აქ ჩამოვედი, მაშინ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი ერი არ იყო და იგი იყო ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ტყვეობაში, თუმცა, შემდგომ, როდესაც დავბრუნდი ის განვითარება და პროგრესი ერისა, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, ნამდვილად გასაოცარია და მაკვირვებთ", - განაცხადა იან კელიმ.