მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით.
"მივესალმები პრემიერ მინისტრის წინადადებას კონსულტაციებზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მოვუწოდე პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, ქვეყნის გამაერთიანებელი დოკუმენტი. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამით შევინარჩუნებთ იმ ღირებულებებს, რასაც დღეს ერთად ვზეიმობთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.