ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, კახა კალაძე თბილისის წარმატებული მერი იქნება.
,,როცა რევოლუციაზე ვლაპარაკობთ, რევოლუციაა, რომ საქართველოში პირველად განხორციელდა ქარის ენერგეტიკული პროექტი, პირველად დაიწყო მუშაობა მზის ენერგიის განვითარებაზე, უზარმაზარი ენერგეტიკული პროექტები განვითარდა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება. ეს არის საფუძველი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად სჭირდება. კახა კალაძე ზოგადად, უაღრესად წარმატებული იყო ყველგან, სადაც მოღვაწეობდა. ის ნამდვილად წარმატების ფორმულა იყო ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც - 2011-12 წლებში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ენერტეგიკაშიც, ასევე თბილისის წარმატებული მერი იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.