როდესაც მერობის კანდიდატი მიდის და უკან ფონად არის ცეცხლწაკიდებული ბაზრობა, გაუბედურებული და დაზარალებული ადამიანები, ამ დროს კამერების წინ კეკლუცობა ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, - ასე უპასუხა "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მივიდა ის ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, დედაქალაქს ჰყავს მერი, უსაფრთხოების სამსახურები, ჰყავს მეხანძრეები მაშველები და ყველანი ადგილზე იყვნენ და ყველა სამსახური მაქსიმალურად იყო მობილიზებული.
"ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს მისვლა ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. როდესაც მერობის კანდიდატი მიდის და უკან ფონად არის ცეცხლწაკიდებული ბაზრობა, გაუბედურებული და დაზარალებული ადამიანები, ამ დროს კამერების წინ კეკლუცობა ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.