ვაპირებ კენჭი ვიყარო ბათუმის მერის პოსტზე, - განაცხადა ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე.
„პროკურატურას არა აქვს არანაირი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ. არ გავჩერდები და საპყრობილიდან გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლა. თვითმმართველობის არჩევნებზე ვაპირებ კენჭი ვიყარო ბათუმის მერის პოსტზე", -განაცხადა სხდომის დაწყებისთანავე მერაბ ღოღობერიძემ.
ღოღობერიძისა და ირაკლი ჩვირკიას საქმეზე დღეს, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ და მოუსმენენ პროკურატურის მოწმეების ჩვენებებს.