ვეტო [პრეზიდენტის მხრიდან] არასწორად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსი შედგა. მისივე თქმით, არა მარტო პარლამენტში, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდა გარკვეული პოზიტიური დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელსაც კონსენსუსი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტიც უნდა დაფიქრდეს და მხოლოდ სიტყვიერი არ უნდა იყოს მისი სურვილი, გამოხატული კონსენსუსთან დაკავშრებით.
"რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ვარიანტი არის ის ვარიანტი, რომელიც ქვეყანას კრიზისს ააცილებს. ხოლო 2024 წელს დიდ იმედს ვიტოვებთ და ვფიქრობ, რომ ძალები უნდა გავაერთიანოთ ყველამ, საზოგადოებამ, რომ კოალიციური მართვისთვის წინაპირობა შეიქმნას. კარგი იყო ისიც, რაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური პროექტი და სამართლებრივ ნაწილში არავითარი შენიშვნა ჩვენს მიმართ არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.