არ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე სესიების მოწვევის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს დამოკიდებულია იმ კანონპროექტებზე, რომელთა მიღება შესაძლებელია საშემოდგომო სესიამდე იყოს საჭირო.
"დასრულდა საგაზაფხულო სესიები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე სესიების მოწვევის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, კანონპროექტები, რომლებიც ჩვენ უახლოეს მომავალაში განსახილველი გვაქვს, რამდენად იცდის საშემოდგომო სესიამდე. თუ იქნება მიზანშეწონილი, რომ კანონპროექტები და არა მარტო კანონპროექტები, იყოს განხილული საშემოდგომო სესიამდე, ბუნებრივია იქნება მოწვეული რიგგარეშე სხდომა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.