ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომაგენლებმა საგანგებო, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევა მოითხოვეს.
"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პროცესი იქცა -"ქართული ოცნება" ყველას წინააღმდეგ, რადგან მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური წრეების, არც მესამე სექტორის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.