თუ მათი არჩევანი იქნება, სხვა პარტიების კანდიდატიც ვიქნები, - განაცხადა ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც მთავარ კონკურენტად ხელისუფლების კანდიდატს მიიჩნევს.
მისი თქმით, საარჩევნო პროგრამა დამუშავების პროცესშია დ მასში ყველა ის პრობლემა იქნება ასახული, რაც თბილისს აწუხებს. ზაალ უდუმაშვილს სხვა პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ რეზულტატზე, რაც შეიძლება მაღალი რეზულტატი უნდა მივიღოთ არჩევნებში. ამიტომ ღიას ვტოვებთ ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, მათი კანდიდატიც ვიქნები. პარტიების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჯერ კონკრეტულ პარტიას ვერ დაგისახელებთ, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.