იემენში ხოლერით 200 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. საგანგაშო სტატისტიკას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. ამავე მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეპირემიამ ქვეყანაში 1300-მდე ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა 25% ბავშვები არიან.