ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საწვავის ფასებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო პერიოდში ხშირად არის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საწვავის ფასი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალია და თითქმის იდენტურია ევროზონის ქვეყნებში არსებული ფასებისა. ეს შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, რისი დასტურიც იქნება ჩვენ მიერ ქვემოთ მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ამა თუ იმ ქვეყანაში საწვავის არსებულ ფასებთან დაკავშირებით", _ აცხადებს მთვრალაშვილი და ასახელებს ევროზონის ქვეყნებში საწვავის საშუალო ფასებს: გერმანია: ბენზინი - 1,42 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,22 ევრო/ლიტრზე; საფრანგეთი: ბენზინი - 1,41 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,30 ევრო/ლიტრზე; დიდი ბრიტანეთი: ბენზინი - 1,42 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,44 ევრო/ლიტრზე; დანია: ბენზინი - 1,53 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,33 ევრო/ლიტრზე; იტალია: ბენზინი - 1,43 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,28 ევრო/ლიტრზე; ესპანეთი: ბენზინი - 1,18 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 0,10 ევრო/ლიტრზე; პორტუგალია: ბენზინი - 1,43 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,20 ევრო/ლიტრზე; ესტონეთი: ბენზინი - 1,14 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,12 ევრო/ლიტრზე; ლატვია: ბენზინი - 1,09 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,06 ევრო/ლიტრზე; ლიტვა: ბენზინი - 1,20 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,04 ევრო/ლიტრზე; საბერძნეთი: ბენზინი - 1,27 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,21 ევრო/ლიტრზე; ჰოლანდია: ბენზინი - 1,58 ევრო/ლიტრზე; დიზელი - 1,24 ევრო/ლიტრზე; თურქეთი: ბენზინი - 2,22 დოლარი/ლიტრზე.
მისი განცხადებით, ევროზონაში საწვავის ყველაზე მაღალი ფასია ჰოლანდიაში, ხოლო ყველაზე დაბალი - ლატვიაში.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, მთვრალაშვილის განცახდებით, იქ საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: მოლდავეთი: ბენზინი - 1,14 დოლარი/ლიტრზე; დიზელი - 1 დოლარი/ლიტრზე; სომზეთი: ბენზინი - 1,04 დოლარი/ლიტრზე; უკრაინა: ბენზინი - 1 დოლარი/ლიტრზე; დიზელი - 0,92 დოლარი/ლიტრზე; აზერბაიჯანი: ბენზინი 0,46 დოლარი/ლიტრზე; დიზელი - 0,40 დოლარი/ლიტრზე; ყაზახეთი: ბენზინი - 0,50 დოლარი/ლიტრზე; დიზელი - 0,46 დოლარი/ლიტრზე; უზბეკეთი: ბენზინი - 0,75 დოლარი/ლიტრზე; დიზელი - 0,68 დოლარი/ლიტრზე; თურქმენეთი: ბენზინი - 2 ცენტი/ლიტრზე.
"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ყველაზე მოხმარებადი ა-92 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,80 ლარს ანუ 0,98 დოლარს/ლიტრზე, ხოლო დიზელის საშუალო ფასი - 1,75 ლარს ანუ 0,95 დოლარს/ლიტრზე. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რამდენად ძვირია ევრო ზონის ქვეყნებში საწვავი. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, მოლდავეთში და სომხეთში, რომლებიც მთლიანად იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, როგორც საქართველო, ჩვენთან შედარებით საწვავის მაღალი ფასებია. უკრაინა ნაწილობრივ მწარმოებელი ქვეყანაა, თუმცა ფასები თითქმის ჩვენნაირი აქვს. რაც შეეხება შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს, ისინი თვითონ არიან მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყნები და შესაბამისად, იქ არსებული საწვავის დაბალი ფასები ამ ფაქტორითაა განპირობებული", _ აცხადებს იგი.