დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
ინაუგურაციის ცერემონიამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ალექსანდრ ვუჩიჩთან.
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ლანჩს.