მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მცდელობა, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული
"ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით - უსამართლო.
ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.