შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად გახანგრძლივდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", საკონტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიზანი არის ის, რომ შემდეგი პრეზიდენტი უკვე პროპორციული წესით არჩეულმა პარლამენტმა აირჩიოს.
ირაკლი კობახიძემ აქვე პრეზიდენტის, როგორც მთავრსარდლის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარსარდლის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები.
"საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში სახელმწიფო მეთაურის, როგორც მთავარსარდლის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცახდებით, მას სურდა დებატებში პრეზიდენტთან ერთად დამჯდარიყო, რათა ერთად განეხილათ, თუ რა იზღუდება და რა არა.
„სხვა სიტყვა არც შეიძლება გამოიყენო, არის ჩვეულებრივი ტყუილი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით არსებითად იზღუდება. ეს არის, მარტივად, რომ ვთქვათ ტყუილი. მე ამიტომ მინდოდა, დამჯდარიყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად, სამნი დავმსხდარიყავით ეთერში და ერთად გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცვლება ორი რამ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის კომპეტენცია და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით.