ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება, რომ პარლამენტს შეუქმნა დროებით პრობლემა, არ მიმაჩნია, რომ შეეფერება პრეზიდენტის ინსტიტუტს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.
როგორც ბესელია აღნიშნა, რადგან პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აზღვევს კანონმდებლობა პარლამენტს, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად შეიკრიბოს.
„მე ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული გადაწყვეტილება. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება, რომ პარლამენტს შეუქმნა დროებით პრობლემა, არ მიმაჩნია, რომ შეეფერება პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუმცა რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აზღვევს კანონმდებლობა პარლამენტს, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად შეიკრიბოს. ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას გავაგრძელებთ ამ კვირაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.