„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცნობით, უმრავლესობის შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.
„დღეს გვექნება მორიგი შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში სხვადასხვა საკითხზე გვექნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, რაც დაკავშირებულია პარლამენტის მუშაობასთან და პირველ რიგში ეს არის საკონსტიტუციო საკითხები. ამ ყველაფერს განვიხილავთ უმრავლესობის წევრებთან ერთად. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსი აუცილებლად შედგება თუ რა სახის იქნება ეს კონსენსუსი, ეს გახდება ცნობილი უახლოესი დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.