პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" მომდევნო 12 წლის მანძილზე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მთავრობასა და პარლამენტს მისი შეცვლა შეეძლება.
"რაც შეეხება 94-ე მუხლს, ანუ მუხლს, რომლითად გადასახადების ზრდას სჭირდება რეფერენდუმი აქ განიხილება ასევე გარდამავლ დებულებებში დათქმის ჩადების საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, 12-წლიანი დათქმის გაწერაზე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. მანამდე იმოქმედებს ეს რეგულაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტს და მთავრობას ეზღუდება საგადასახადო ცვლილებების განხორციელება და 12-წლიანი დათქმის ამოწურვის შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩვენ გადავიდეთ განსხვავებულ წესზე", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
რამდენიმე დღის წინ უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა მთავრობასა და პარლამენტს თავისუფლების აქტის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. ბიზნესის შეფასებით, ამ მუხლის ამოღების შემთხვევაში საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას დაკარგავს, რასაც ინვესტიციებს შემცირება მოჰყვება.