სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღეს წარედგინება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
"კანონის შესაბამისად ჩატარდა კომისიის სხდომა. მრავალი კანდიდატიდან შეირჩა სამი საუკეთესო კანდიდატი. შერჩეული სამი კანდიდატიდან კომისიამ აირჩია კობა კობიძე, რომელიც დღესვე იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრთან და იგი დანიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.