პოლიტიკურ პროცესებს ჭირდება ფული და პოლიტიკას აფუჭებს ფული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მათი პრინციპია ბევრისგან ცოტ-ცოტა და არა ცოტასგან და ერთისგან ბევრი. მისივე განცხადებით, ამითი იქნება დაზღვეული ის, რომ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება დაფინანსება, მაგრამ ფულმა არ გააფუჭოს და წარუმატებლობისკენ არ წაიყვანოს ისინი.
"საკმაოდ ჭკვიანურ სვლას გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, თუ დაინახავდა, რომ პარტია „ქართული ოცნებით“ შორს ვერ წავა ეს ქვეყანა და თუ თავის რესურს, ზოგადად ქართულ პოლიტიკას და მის გახსნილობას და სიჯანსაღეს მოახმარდა.
მაგრამ ეს ასე არ ხდება.
ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს ჭირდება ფული და პოლიტიკას აფუჭებს ფული.
ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა: ფული საჭიროა და ფულითაა გაფუჭებული ამ ქვეყანაში პოლიტიკა სწორედ. არა მხოლოდ საარჩევნო ფულით, არამედ იმ ფულით, რომელსაც ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ატრიალებენ ხოლმე. ეს ეხება როგორც საბიუჯეტო, ისე ბიზნესის ფულს.
ამიტომ ვამბობ, რომ საქმეს სჭირდება ფული, მაგრამ საქმეს სჭირდება ჯანმრთელი ფული.
რაც შეეხება ჩვენს დაფინანსებას.
მე ყურადღებით და ბევრს ვისმენ უამრავ ვერსიას ჩვენი დაფინანსების თაობაზე.
საკმაოდ გამოცდილი ხალხია როგორც ჩანს ჩემი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი ასეთ სააქმეებში. აქიდანაც აუღიათ, იქიდანაც... და გასაგებია რომ მერე საკუთარი გამოცდილებიდან მსჯელობენ სხვაზეც, ამიტომ ეს ცალკე თემაა.
ჩვენი პრინციპია ბევრისგან ცოტ-ცოტა და არა ცოტასგან და ერთისგან ბევრი.
აი ამითი იქნება დაზღვეული ის ,რომ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება დაფინანსება, მაგრამ ფულმა არ გააფუჭოს და წარუმატებლობისკენ არ წაიყვანოს ისინი", - დასძნა უსუფაშვილმა.