ივანიშვილისგან ის ვისწავლე, რომ ასეთი არც მოსვლა ვარგა და არც წასვლა, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, სისტემას თუ ააწყობ ისეთს, რომელიც მთლიანად შენზეა დამოკიდებული და მერე ამ სისტემას გაერიდები, ის სიტემა ჩამოიქცევა.
"თუ მოდიოდა, ეპატრონა ამ თავისი გუნდისთვის და სადღაცამდე მიეყვანა და თუ ეს არ შეეძლო და არ უნდოდა, მაშინ არც უნდა მოსულიყო.
ჩვენ ამაზე უამრავი დებატი და კამათი გვქონია შიგნით და მთავარი ისაა, რომ ქვეყანა არ იმართება და ვერ იმართება დისტანციური პულტით, ეს ასე არ არის!
სისტემას თუ ააწყობ ისეთს, რომელიც მთლიანად შენზეა დამოკიდებული და მერე ამ სისტემას გაერიდები, მერე ის სიტემა ჩამოიქცევა.
ივანიშვილი არ უნდა წასულიყო იმ ერთი წლის თავზე და ის ვერც წავიდა!
ესაა პრობლემა სწორედ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.