ქართული მხარე არ დათანხმდა ვენეციის კომისის შეთავაზებას ორპალატიანი პარლამენტის შემოღების შესახებ.
ამის მიზეზად საქართველოს წარმომადგენლებმა ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები დაასახელეს.
ამიტომაც, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, 37-ე მუხლში, რომელიც პარლამენტის არჩევნებს ეხება, ასეთი ჩანაწერი გაკეთდა:
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი“ - აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაში.