საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს ხვდება.
კობახიძე კომისიის რეკომენდაციებს მოისმენს, მოგვიანებით კი სესიაზე თითოეულ რეკომენდაციაზე პოზიციას დააფიქსირებს.
როგორც შეხვედრამდე ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალიატებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროპელი ექსპერტების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. მათ შორის არის გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე პირველ ადგილზე გასული პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს და ეს იქნება ზედა ზღვარი, რასაც ვენეციის კომისია ითხოვს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს გახდება ცნობილი. ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც დაესწრება.