პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის წევრების წარდგენას ხვალ გეგმავს.
„ეს გუნდი ემზადება არჩევნებში მონაწილეობისთვის ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე გუნდის ფორმირების, ამიტომ ეს არ იქნება ყველა მუნიციპალიტეტში სრულფასოვანი კამპანია, თუმცა ბევრგან გვექნება ძალიან საინტერესო კამპანიაც და საინტერესო კანდიდატებიც,“ - განაცხადა ,,რუსთავი 2“ - თან დავით უსუფაშვილმა.
ის არ გამორიცხავს, რომ პარტიამ თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
„ვიბრძოლებთ თბილისშიც, ოღონდ ჩვენი ბრძოლა იქნება შრომითი. მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, საინტერესო ვარიანტები გვაქვს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.