პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 დარჩება. კერძოდ, თვითმმართველის სტატუსს შეინარჩუნებენ თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი.
ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება კოდექსის მთელ ტექსტში და შესაბამის მუხლებში ჩანაწერი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ იცვლება ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.
ოპოზიცია მმართველ გუნდს 2014 წელს გატარებულ რეფორმას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5 დან 12 მდე გაიზარდა და კვლავ ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.