მიწაზე მორატორიუმს განვიხილავთ, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე თქვა, რომ არაკონსტიტუციურია, - განაცხადა პარლამენტის სესიაზე ,,ევროპული საქათველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მხოლოდ პოპულიზმია მმართველი გუნდის მხრიდან.
,,ჩვენ განვიხილავთ მორატორიუმს რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ არა კონსტიტუციურია . პირველი საკითხით დავიწყოთ, ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ , ისევე იღებთ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. ერთხელ აგიკრძალათ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა და ეხლა შემიოტანეთ თავიდან, გვერდის ავლით და ეს არის მარტო პოპულისტური მიზნებისთვის გაკეთებული და ის დადგენილება რომელცი არის შემოტანილი , კონსტიტუციის მიღებამდე იღებთ ამ მორატორიუმს. თუ ვერ მივიღეთ ეს კანონი მაშინ რა ხდება ? ხომ შეიძლება ჩავარდეს. უცნაურია ეს , ამას აკეთებთ განა გული გტკივათ მიწაზე მართლა რაღაცა სენტიმენტები გაგაჩნიათ , აქ ჩანდა ვისაც ქსენოფობენი, ვისაც ეს სენტიმენტები გააჩნია . თქვენ უბრალოდ პოპულისტობთ, ეს არის და ეს! პოპილისტობთ იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ გინდათ დისკუსია გადაიტანოთ სხვა საკითხებზე და კონსტიტუციის ფარგლებში რაც გაქვთ პრობლემები, საარჩევნო კოდექსის და სხვა თემების ირგვლივ, გინდათ ამ თემით გადაფაროთ . მოდით მთავარი კითვა დავსვათ - თუ ასეთი დიდი საფრთხე ემუქრება ქართულ მიწას , როგორც თვენ ამბობთ, იქნებ აგვიღწეროთ , რა საფრთხე არის და საიდან მოდის ? არცერთი ციფრი არ გითქვამთ , რომელიც მართლაც ამ საფრთხეს აჩვენებდა“, - მიმართა სერგი კაპამაძეს საპარლამენტო უმრავლესობას.