უცხოელებზე მიწის გაყიდვის ამბავი არ არის ახალი, ამაზე მსჯელობდნენ ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე და იყო კამათი, - განაცხადა ,,ევროპული საქათველოს“ წევრმა სერგო რატიანმა სესიაზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.
,,ილია ჭავჭავაძისთვის მთავარი ღირებულება იყო პიროვნების თავისუფლების უფლება , მთავარი ღირებულება იყო ვაჭრობის თავისუფლება ეს წერია აქ გადაიკითხეთ , ეს არის მთავარი ღირებულებები რატომ არის თავისუფლება , განათლება რომელიც ადამიანმა შეიძლება გაყიდოს და განათლება მისცეს შვილს რატომ არის იგივე ჯანმრთელობა მეტი ღირებულება ვიდრე მიწა , მე არ ვამბობ იმას , რომ თვენ არ გაქვთ თქვენი ღირებულებები , მაგრამ ამის საპირისპიროდ არის სხვა ღირებულებები , მაგრამ ამ წლების განმავლობაში თვენ ბევრმა ლიბერალიზმი გადააქციეთ სალანძღავ სიტყვათ და სინამდვილეში ის ტრადიცია , რომელიც არსებობს არის უმაღლესი ღირებულებების , არის პიროვნების თავისუფლების უფლება და ეს არის უპირატესი ამიტომ , როდესაც თქვენ ლაპარაკობთ უცხოელებზე თქვენ უზღუდავთ უფლებას არაა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იყიდონ აქ მიწა და შემოიტანონ ინვესტიციები არამედ უპირველეს ყოვლისა თქვენ უზღუდავთ უფლებას ჩვენ მოქალაქეებს იმიტომ , რომ 80 % უკვე არის ჩვენ მოქალაქეების ხელში და ამ მოქალაქეებს თქვენ უზღუდავთ გაყიდონ თავიანთი მიწები და რაშიც უნდა მოიხმარონ“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას სერგო რატიანმა.