ევროკომისიამ ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. პრაღას, ვარშავასა და ბუდაპეშტს ევროკავშირის მიერ დაწესებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ლტოლვილების განაწილებაზე დაწესებული ქვოთებს. ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი მიგრანტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც მათ შესაძლოა სანქციები დაუწესდეს.